4 ოქტომბერს მარტვილში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურა.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით სალხინოს დადიანების სასახლის საშემოდგომო რეზიდენციის ეზოში, სამი დღის განმავლობაში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ მიმდინარეობდა. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები იტალიიდან, არგენტინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან. ფესტივალს ორგანიზება გაუკეთა, კულტურულ საგანმანათლებლო ფონდმა ,,დღეს”. ფესტივალის დახურვას ესწრებოდა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ფონდის „დღეს“ დამფუძვნებელი ნინელი ჭანკვეტაძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, მოწვეული სტუმრები სხვა რეგიონებიდან, ბიზნესმენები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა და მაყურებელს ერთი წლით დაემშვიდობა. ორგანიზატორებმა მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.