განათლების მინისტრთან შეხვედრა


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები მარტვილის რაიონის სკოლის დირექტორებს და პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მასწავლებლებმა და დირექტორებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მათ სკოლებს უკავშირდება.
მინისტრმა მოკლედ ისაუბრა ბოლო პერიოდის ძირითად სიახლეებზე და ამ მიმართულებით დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა. გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგები როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში სრულ ინფორმაციას ფლობენ ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ჩართულნი არიან ახალ პროექტებში, ძირითადი აქცენტი მაინც ლოკალურად არსებულ პრობლემებზე, კონკრეტული სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და იმ საჭიროებებზე გაკეთდა, რომელთა მოგვარებაშიც მათ სამინისტროს თანადგომა ესაჭიროებათ. მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content