მარტვილის მუნიციპალიტეტში, სათემო ფონდმა ნეფამ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის სოფლებში ქალების მიერ გამოკვეთილ საჭიროებებზე და პოზიტიურ ცვლილებებზე. შეხვედრის ორგანიზატორებს მერის წარმომადგენლების მხრიდან მიეწოდათ ინფორმაცია გამოკვეთილი საჭიროებების მოგვარების შესახებ.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.