საინფორმაციო შეხვედრა

28 თებერვალს, 11 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მუნიცპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი არის მუნიციპალიტეტის უმთავრესი პოლიტიკის დოკუმენტი. პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს კონკრეტულ საჯარო სფერო(ებ)ში პრობლემების გადაწყვეტის ან/და საჯარო სერვისების განვითარების გზებს. საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი განსაზღვრავს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს, მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს, როგორც წესი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში (DGG)“ პროექტთან თანამშრომლობით, იწყებს მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების მომზადებაში მხარდაჭერას. პროექტი ხორციელდება საკონსულტაციო კომპანია პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) ჩართულობით.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ ორდღიანი ტრენინგი, ხოლო საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, შერჩეული 30 მუნიციპალიტეტი შეძლებს ექსპერტების მხარდაჭერით შეიმუშაონ ან განაახლონ მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტი.
საკრებულოების წევრების ჩართვა პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებების გამოხატვისთვის. ამდენად, არჩეული თანამდებობის პირების ცნობიერების ამაღლება სტრატეგიული პოლიტიკის დოკუმენტებისა და დაგეგმვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი პრაქტიკის დამკვიდრებას.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კონსულტანტი, ნინო ლოლაძე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content