საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

9 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 ნოემბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის N32 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

საკრებულომ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content