12 ნოემბერს, 14:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს კულტურის სახლში გაიმართა საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედიის ,,მოგზაურობა ოლიმპეთში“ სამეგრელოს რეგიონალური პრეზენტაცია. პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სპორტის ენციკლოპედიის, ოლიმპიური ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი ,,ქართული სპორტის ოქროს წიგნის“ ავტორი ელგუჯა ბერიშვილი უძღვებოდა . ტექსტის ავტორია, მწერალი – ირაკლი ლომოური. პრეზენტაციას მხატვრულად აფორმებდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამანტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტარი შოთა ხაბარელი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, პარლამენტარი ლუკა კურტანიძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, პარლამენტარი თემურ ხუბულური, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე ,პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელოს რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე, სახელოვანი მორაგბე დავით კილასონია, მწერალი, დოკუმენტური ფილმების სტუდიის დირექტორი კოტე ჯანდიერი, წიგნის ავტორი ირაკლი ლომოური , საპატიო სტუმარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა), სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა რუსია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, სპორტსმენები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური ფესტივალის მზადების პროცესში გაწეული ღვაწლისათვის დიპლომებით დაჯილდოვა: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი- ალექსანდრე გრიგალავა, მურმან პატარაია, ჯესი სურმავა, ნუგზარ გაგუა და ალექსანდრე ხურცილავა, ასევე სალხინოს სკოლებს ოლიმპიური კომიტეტისაგან გადაეცემათ სპორტული ინვენტარი.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა ვიქტორინა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, იმ მოსწავლეებს რომლებმაც სწორად გასცეს კითხვებს პასუხები საჩუქრად წიგნები გადაეცათ.