2 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდა საკრებულოს აპარატის უფროსი გურამ წოწორია და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/ მომხსენებელი- ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2016 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N43 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N44 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნისნულ საკითხებზე სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები