მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, წიგნების სერიის „ჩემი მეგრული ჯადოსნური ზღაპრების” მეორე წიგნის „გერია დო უჩა ხენწიფეშ არიკი“- ს („გერია და შავი ხელმწიფის ამბავი”) პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნის შესახებ მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ და მარგო ლუჩკომ ისაუბრეს. ასევე ისაუბრეს მეგრული ენის უნიკალურობაზე, მეგრულ ტრადიციებსა და მათი შენარჩუნების მნიშვნელობაზე.
ასევე გაიმართა მხატვრული კითხვის საათი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ და ნიკოლოზ გაბელიამ „გერია და შავი ხელმწიფის ამბავი” წაიკითხეს ქართულ და მეგრულ ენებზე. №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბარბარე ჯღარკავამ მეგრული ლექსი წაიკითხა.
წიგნის პრეზენტაცია მუსიკალური ნომრებით მომღერალმა მარიტა როხვაძემ გააფორმა. ხოლო ქართული ტრადიციული ცეკვებით ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა.
მუზეუმის ფოიეში „არიკის“ გამოცემათა გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობდა.
პროექტი ეკუთვნის კომპანია „არიკი“-ს, რომლის მიზანია ბოლო საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ჩაწერილი და გამოცემული მეგრული ზღაპრებისა და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების მკითხველთათვის ვიზუალურად საინტერესო, შემეცნებითი და მხატვრული ფორმით მიწოდება, საზოგადოებაში მეგრული ზეპირსიტყვიერებისადმი და ქართული კულტურის სუბკულტურისადმი ინტერესის გაღვივება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content