8 დეკემბერს 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. საკრებულოს ესწრებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის (მესამე კვარტალი) შეფასება;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6.მარტვილის მუნიციპალიტეტის დ/ჭყონის ადმინისტაციულ ერთეულში მცხოვრებ ასმათ ახალაძეზე სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7.მარტვილის მუნიციპალიტეტის ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სალომე ჯიჯელავაზე სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ საკითხებზე სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.