ბიუროს სხდომა

2 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა ბიუროს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდა  მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს აპარატი და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალიწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის  კვარტალური  შესრულების ანგარიშის (მესამე  კვარტალი) შეფასება.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content