29 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერითა და კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა წინასაახალწლო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ჯგუფები, ასევე საჯარო მოსამსახურეები.
საახალწლო კონცერტის ბოლოს, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდნენ.