მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჭყონდიდი“ 30 და სიმღერის ანსამბლი ,,ჭყონდიდი” 50 წლისაა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ანსამბლებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს.
ღონისძიებაზე ანსამბლების მოცეკვავეები და მომღერლები სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე. მაყურებელთა განწყობაზე ასევე ზრუნავდა მოწვეული მომღერალი ბორის ბედია.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.