2016 წლის 18 იანვარს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 იანვრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი- გიორგი გოროზია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომამ მიიღო შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.