საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია შპს „სხივში“ მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო.
2016 წლის 29 იანვარს სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და შპს „სხივს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და სკოლის დირექტორმა დავით ჯიქიამ მოაწერა.
მემორანდუმის გაფორმებას, ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი იმერი ბასილაზე, პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მამულო ბუჭუხიშვილი, მარტვილის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
უნივერსიტეტისაგან, სკოლის ბიბლიოთეკას, საჩუქრად წიგნები გადაეცა.