საქართველოს ფოსტის განახლებული სერვის ცენტრის გახსნა მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილში, საქართველოს ფოსტის განახლებული სერვის ცენტრის გახსნას დაესწრო.

29 იანვარს, მარტვილში საქართველოს ფოსტის განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა სადაც დასაქმებულია 8 თანამშრომელი. სერვის ცენტრი აღჭურვილია  თანამედროვე ავეჯით და ტექნიკით. მომხმარებელს საშუალება ექნება მიიღოს უნივერსალური, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება.
სამეგრელოს რეგიონში, საქართველოს ფოსტის კიდევ 2 განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა, აბაშასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. განახლებული  სერვის ცენტრები მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურეობის ხარისხს.

სერვის ცენტრის გახსნას საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content