4 თებერვალს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ გვილავა, კომისიის წევრი ირინა გადელია და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ლია დევიძე, მუნიციპალიტეტის სკოლებს და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ესტუმრნენ. ისინი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ და ვირუსებისაგან დაცვის მეთოდებზე, ცხოვრების ჯანსაღ წესზე და თამბაქოს მავნებლობაზე გაესაუბრნენ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.