“ემ–ბი–სი” –ს გახსნა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,  ალექსი გაბისონია  მარტვილის ბიზნეს ცენტრის გახსნას დაესწრო.
4 თებერვალს მარტვილის ბიზნეს ცენტრი „ემ–ბი–სი“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ოთხსართულიანია, რომელიც 2400 კვ.მ სავაჭრო ფართს მოიცავს, ინვესტიციის  ოდენობამ 1 300 000 ლარი შეადგინა. ღნიშნულ ობიექტზე ამჟამად დასაქმებულია 50-მდე კვალიფიციური კადრი.შენობის პირველ სართულზე განთავსებულია სუპერმარკეტი, ფარმაცეპტული კომპანია ,,ფარმადეპო“ და სწრაფი კვების ობიექტი.
ბიზნეს ცენტრის გახსნას სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის:  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო დანელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და სხვა მოწვეული სტუმრები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content