„ფოლკლორი ერის სულია“

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და საკრებულოს წევრები, მარტვილის კულტურის სახლში ფოლკლორისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – „ფოლკლორი ერის სულია“, ესწრებოდნენ.

5 თებერვალს, 17 საათზე, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში აღინიშნა მარტვილის ფოლკლორის ცენტრის დაარსებიდან 20 წლის იუბილე. აღნიშნული ღონისძიება ეძღვნებოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს მარტვილში ფოლკლორისა და ხელოვნების განვითარების საქმეში.
ღონისძიებაზე ფოლკლორის ცენტრის დამაარსებლების მიერ შესრულდა რამდენიმე სიმღერა. ბოლოს კი გაიმართა სპექტაკლის ჩვენება.

ფოლკლორისადმი მიძღვნილი საღამო მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერითა და ბატონ ბადრი გვილავას ინიციატივით ჩატარდა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა და ინიციატორებმა, პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს იმ გარდაცვლილი პირების საფლავები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ფოლკლორის განვითარებაში.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content