ახალგაზრდული საკრებულო


5 თებერვალს, 14:30 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა ახალგაზრდული საკრებულოს სხდომა. სხდომაზე ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატებმა აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები და აპარატის უფროსი. ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით მოხდა. კენჭისყრამდე თავმჯდომარეობის მსურველმა კანდიდატებმა ახალგაზრდული საკრებულოს წევრებს 6 თვიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. ფარული კენჭისყრის შედეგად კი, 9 ხმით, ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარედ  სალომე ჯგერენაია იქნა არჩეული.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content