ბიუროს სხდომა


10 თებერვალს, 12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ბიუროს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული მოძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. 2016 წლის მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომების გამართვის გრაფიკის გაცნობის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content