საკრებულოს რიგგარეშე სხდომა


12 თებერვალს 13:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის  რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის პროცესში აღრიცხული მოძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.  /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content