24 თებერვალს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.
პრეზენტაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ წარადგინა. სახელმწიფო პროგრამა მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პრეზენტაციის ბოლოს მეწარმეებმა და დამსწრე საზოგადოებამ პროგრამასთან დაკავშირებულ კითხვებზე შესაბამისი პასუხები და დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
პროექტის ფარგლებში გასულ წელს დაფინანსდა 1040 ბიზნეს იდეა და ინვესტიციის საერთო რაოდენობამ 10 მილიონ ლარი შეადგინა.
მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობისათვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებში დაფინანსდება 3000 მდე მეწარმე და ტრენინგი ჩაუტარდება 6000 მდე მეწარმეს.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებს 15 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ დაარეგისტრირონ საკუთარი ბიზნეს იდეა შემდეგ საიტზე – www.qartuli.ge და მიიღოს კონკურსში მონაწილეობა.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე, კერძო თანამონაწილეობა: მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 20%).