18 მარტს 12 საათზე მარტვილის საკრებულოს სააქტო დაბრაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვარლამ ქაჯაია. სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა, საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები, აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 მარტის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
2,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულება და დადგენილება.