20 მარტს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიამ, შ.პ.ს „სხივის“ სააქტო დარბაზში, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან და მის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტესთან ერთად მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა არის ნატო, რა უფლებები და ვალდებულებები აკავშირებს მას საქართველოსთან. შეხვედრა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე შესაბამისი პასუხები მიიღეს. უილიამ ლაჰიუმ აქტიურ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, შპს „სხივის“ დირექტორი დავით ჯიქია, და სხვა საჯარო სკოლების წარმომადგენლები.