შეხვედრა დევნილ ოჯახებთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი  ლევან შონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მშვიდობის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრებ  დევნილ ოჯახებს  შეხვდნენ და გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.

აღნიშნული შენობის   გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო და  სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება.

გაზიფიცირების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, მინისტრებმა,  გუბერნატორმა და  ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დევნილებთან გასაუბრების შემდეგ მათი  პრობლემების შესახემ ინფორმაცია მიიღეს.  მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილებს სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში” გააცნეს და მასში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content