17 ივნისს, 12 საათზე, მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 ივნისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/ მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.საქართველოს ორგანულის კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“–ს შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
/ მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.