საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

24 ივნისს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, გამგებლის მოადგილე გიორგი გოროზია, საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა, აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომას ესწრებოდა ასევე სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის  და მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორი ზაზა გაგუა. რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მარტვილის კანიონზე მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 ივნისის რიგგარეშე  სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი–ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულება

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content