ანსამბლი “კოლხიდა” 20 წლისაა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარე ალექსი გაბისონია და გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  10  ივნისს, მარტვილის კულტურის სახლში, ქორეოგრაფიულ  ანსამბლ „კოლხიდას“ 20 წლის იუბილეს ესწრებოდნენ. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია აბესალომ (პაატა) ბართია, ქორეოგრაფები-ზაზა ჯანაშია, თეა მიქიაშვილი.

„კოლხიდას“ იუბილე მიულოცეს ფოთისა და ზუგდიდის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, „როკვა“-მ და „ოდიში“-მ, რომლებმაც კონცერტშიც მიიღეს მონაწილეობა და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე, ნიკოლოზ არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და ანსამბლ  „კოლხიდას“ მოცეკვავეები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content