მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, 3 აგვისტოს, 12 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, საკრებულოს აპარატის უფროსი გურამ წოწორია, აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 აგვისტოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. ქ. მარტვილში, აკაკი გახოკიძის (ყოფილი პრესის) ქუჩაზე რეგისტრირებულ ობიექტებზე ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N35 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.