მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 8 აგვისტოს დაღუპული გმირები გაიხსენა

2008 წლის 8 აგვისტოს ომს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას მარტვილელი მებრძლოები: მაიორი გელა ჭედია, სერჟანტი პაატა კოპალიანი, კაპრალი გიზო წულაია და ლეიტენანტი ბესიკ ხულორდავა შეეწირნენ.
8 წლის შემდეგ, 2016 წლის 8 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების ახალგაზრდა თაობისა და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებმა გაიხსენეს გარდაცვლილი გმირები, პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს გარდაცვლილ გმირთა საფლავები და 2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content