21 ოქტომბერს სოფელ ტალერის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლაშხიამ საკუთარ ამომრჩევლებს მუშაობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრის მიზანი იყო უკვე შესრულებული სამუშაოების ანგარიში და სამომავლო გეგმების დასახვა. შეხვედრას ესწრებოდა სოფლის მოსახლეობა. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2016 წელს უკვე შესრულებული სამუშაოები.
1. ზედა ეწერში სასმელი წყლის მილების გაყვანა;
2. ნობულევის უბანში გზის მოხრეშვა და საცალფეხო ხიდის რეაბილიტაცია;
3. ზედა ეწერში სანიაღვრე არხების გაჭრა და მისი კეთილმოწყობა;
4. ტალერის ადმინისტრაციის ეზოში საპირფარეშოს რეაბილიტაცია;
5. ტალერის უბანში ბეტონის ხიდ–ბოგირის მოწყობა;
6. ტალერის მდინარე ტეხურზე 120 მ. სიგრძის ნაპირსამაგრის მოწყობა.
მოსახლეობის მხრიდან შესრულებული სამუშაოები დადებითად იქნა შეფასებული.
შეხვედრაზე ასევე განისაზღვრა 2017–2018 წლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები:
1. სოფ. ტალერში, კერძოდ ლაშა გაგუას სახლთან სანიაღვრე არხის გაჭრა და კეთილმოწყობა;
2. ზედა ეწერში ოთხი კილომეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვა;
3. ტალერში ადმინისტრაციულ შენობაში დარბაზის მოწყობა;
4. ნობულევის უბანში მდინარე ტეხურის ნაპირსამაგრის მოწყობა;
5. ტალერის ცენტრში გასართობი ცენტრის (მაგიდის ჩოგბურთი) სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულება.