ჯონი ჯელიას მოსახლეობასთან შეხვედრა

20 ოქტომბერს, ნაჯახაოს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, მოსახლეობას, ანგარიში წარუდგინა

ჯონი ჯელიამ, მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2016 წელს „სოფლის პროგრამით“ განხორციელდა შემდეგი საქმიანობები:

1.            სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის გადმოტანა სკვერის ტერიტორიაზე;

2.            სოფ. ნაჯახაოს ცენტრში მდებარე საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია;

3.            ე.წ. „პირველ ბრიგადაში“ სავალი გზის მოხრეშვა;

4.            სოფ. ნაჯახაოს საბავშვო ბაღის ღობის რეაბილიტაცია;

5.            „კიკალიშვილი–წირქვაიების“ უბანში წყალსაწრეტი არხის მოწყობა;

6.            „კვეკვეციების“ უბანში მინი სტადიონის გარე განათების მოწყობა;

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ პროექტებზე რომელიც სამომავლოდაა დაგეგმილი;

1.            ცენტრალური გზიდან წმ. ბარბარეს ეკლესიამდე მისასვლელი გზის ასვალტო–ბეტონით მოწყობა.

2.            საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადის რეაბილიტაცია;

3.            გზის მოხრეშვა;

4.            „კიკალიშვილების“ უბანში წყალსაწრეტი არხის მოწყობა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content