24 ოქტომბერს, საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, სოფელ ონოღიის დეპუტატმა ამბროსი ჭყონიამ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
ამბროსი ჭყონიამ აღნიშნა, რომ 2016 წელს „სოფლის პროგრამით“ დაგეგმილი სამუშაოები შესრულებულია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოფლის ცენტრში გაგრძელდა საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დამთავრდება, ასევე სოფლის პროგრამით , ჩვენი ინიციატივით და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ასფალტის საფარით დაიფარა ნაჯახაო–ონოღიის დამაკავშირებელი გზის 5 კმ–იანი მონაკვეთი.
მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა სამომავლო გეგმები:
1. სოფლის ცენტრში მშენებარე ეკლესიის დასრულება.
2. სოფლის საბავშვო ბაღის დამთავრება და კეთილმოწყობა.
3. ქაჯაიების უბანში ორი ცენტრალური გზის დამაკავშირებელი მონაკვეთის კეთილმოწყობა; კერძოდ გზის ორივე მხარეს სანიაღვრე არხის მოწყობა და იმავე გზაზე ხიდე–ბოგირის რეაბილიტაცია.