29 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბორის მიქავა მოსახლეობას შეხვდა.
ბორის მიქავამ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ სოფლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები სოფ. აბედათში დასრულებულია.
კერძოდ:
1. საბავშვო ბაღის ეზოს შემოკავება;
2. მოსაცდელის რეაბილიტაცია;
3. გაგუების უბანში წყლის საწრეტი არხის მოწყობა;
4. სიგუების უბანში გაბიონის მოწყობა;
5. ხურცილავების უბანში ცხაურის მოწყობა;
6. სოფლის ადმინისტრაციულ შენობასთან არხის გაჭრა;
7. მიქავების უბანში ხიდის გაბიონის მოწყობა;
8. ჯღარკავების უბანში ჩაწყვეტილ ადგილზე გაბიონის მოწყობა;
9. ჯღარკავების უბნის ცენტრში ჭის მოწყობა;
10. გაგუების უბანში ცხაურის მოწყობა;
11. ლეცეკვეს უბანში გზის მოხრეშვა და ცხაურის მოწყობა;
12. მესხების უბანში არხის გაჭრა;
13. სასაფლაოს შემოღობვა ეკლიანი მავთულით;
14. კარტოზიების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა;
15. დიხამინჯიების უბანში გზის რეაბილიტაცია;
16. ყურაშვილების უბანში სანიაღვრე არხის ამოწმენდა;
აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. ლექაჯაიეს უბანში ხიდის რეაბილიტაცია. ლემიქავეს უბანში მდ.ქვაღარაზე ხიდის მოწყობა. აბედათის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შენობის მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ მიერ დაისვა მთელი რიგი საკითხები სოფელში ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, როგორიცაა: სოფელ აბედათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის ასფალტის საფარის დაგება. ლეგაგუეს უბანში სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ხიდის მოწყობა. სტიქიის მიერ დაზიანებული გზების რეაბილიტაცია.