ირაკლი ჯამბურიას ანგარიში

31 ოქტომბერს საკრებულოს წევრმა ირაკლი ჯამბურიამ, მისი მუშაობის შესახებ ამომრჩევლებს ანგარიში წარუდგინა.

ირაკლი ჯამბურიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას აღინიშნა: „როგორც ფრაქციის თავმჯდომარე, ჩემი მიზანი იყო ფრაქციის წევრთა აზრების შეჯერება.  ფრაქციის სხდომებზე საკითხების განხილვისას სათანადო დასკვნების გამოტანა და საჭიროების შემთხვევაში წარდგენა საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე  განსახილველად.

საანგარიშო პერიოდში, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდი საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომების მუშაობაში. საკრებულოში შემოსული საკითხების ძირფესვიანად შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ ვადგენდით ბიუროსა და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს.

ჩვენი ფრაქცია ,,თავისუფლება’’ წარმომადგენლები: ირაკლი ჯამბურია, პაატა პირტახია, მამუკა დანელია ძალასა და ენერგიას არ ვიშურებდით ჩვენზე დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად.

საანგარიშო პერიოდში, მე პირადად ფრაქციის წევრებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მუნიციპალიტეტის  პრიორიტეტული დარგების განვითარებას და ამ მიმართულებით საკრებულოსა და გამგეობის  მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ჩვენი შეხედულებით ბევრი რამ  სასიკეთო საქმეები მოგვარდა  რაიონის ცხოვრებაში, მაგრამ არის კიდევ მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხები, რომელთა გადაჭრაც დროულადაა საჭირო.

ჩვენი შუამდგომლობით გაკეთდა:

1.         ინჩხურში სასმელი წყლის მილის აღდგენა;

2.         ფულადი დახმარება გაეწია მოქალაქეებს;

3.         სოციალური დახმარება გაიცა საოპერაციოდ პიროვნებებზე;

4.         სოციალური (ფულადი) დახმარება გაეწია ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს;

ფრაქცია ,,თავისუფლებ’’-ის    წევრებმა მიმდინარე საანგარიშო წელს საარჩევნო პერიოდში 700-მდე ოჯახთან შევძელით შეხვედრა და გასაუბრება. მოვისმინეთ მათ წინაშე წამოჭრილი საჭირბოროტო საკითხები, ენით აღუწერელია  უმრავლესობის სოციალური მდგომარეობა.“ დაასრულა ფრაქციის თავმჯდომარემ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content