“ლადო ჩიქოვანის” თასი 2016

4 ნოემბერს, სტარტი აიღო მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმოება დაწესებულებებს შორის  „ლადო ჩიქოვანის“ სახელობის გათამაშებამ მინი ფეხბურთში.

ჩემპიონატი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მარტვილში მასობრივი ფეხბურთის შემდგომ განვითარებას და შემდგომ პოპულარიზაციას.

„ლადო ჩიქოვანის“ თასის გათამაშების ორგანიზატორები და ხელმძღვანელები არიან: მარტვილის ფეხბურთის ფედერაცია და მარტვილის საფეხბურთო სკოლა, მხარდამჭერია მარტვილის მუნიციპალიტეტი.

7 ოქტომბერს გათამაშებაში მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდი ჩაერთო და გათამაშების პირველი ეტაპი გამარჯვებით დაასრულა.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

გათამაშებაში მონაწილეობას 16 გუნდი იღებს და იგი 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფინალში გასულ გუნდებს კი „ლადო ჩიქოვანის“ სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content