14 ნოემბერს , 12 საათზე, მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეთა (გამგეობა/საკრებულოს აპარატი) კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/