25 ნოემბერს, 14:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 25 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დაბრუნების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3.,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე შესასრულებელი სამუშაოების ნუსხის მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4.მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე გოჩა გეგეჭკორის სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.