29 ნოემბერს გაიმართა ფინალური შეხვედრა, „ლადო ჩიქოვანის“ სახლობის გარდამავალი თასის გათამაშების, რომელშიც ერთმანეთს მარტვილის კულტურის სახლის და მარტვილის კანიონის გუნდები დაუპირისპირდნენ. ფინალის გამარჯვებული კი მარტვილის კანიონის გუნდი გახდა.
გათამაშებამ სტარტი 4 ნოემბერს აიღო. „ლადო ჩიქოვანის“ თასის გათამაშების ორგანიზატორები და ხელმძღვანელები არიან: მარტვილის ფეხბურთის ფედერაცია და მარტვილის საფეხბურთო სკოლა, მხარდამჭერია მარტვილის მუნიციპალიტეტი.
ჩემპიონატი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მარტვილში მასობრივი ფეხბურთის განვითარებას და შემდგომ პოპულარიზაციას.
გათამაშების ფინალისტებს და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებს სამახსოვროდ საპატიო თასები გადაეცათ.
„ლადო ჩიქოვანის“ სახელობის გათამაშება მინი ფეხბურთში, მარტვილის მუნიციპალიტეტის წარმოება დაწესებულებებს შორის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და იგი მომდევნო წელს ახალ გამარჯვებულს გამოავლენს.