16 დეკემბერს, 13:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა. საკრებულოს აპარატის უფროსი, აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2015-2016 წელებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე შესასრულებელი სამუშაოების ნუსხის მოწონების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის 2017 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.