15 დეკემბერს, 12:00 საათზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებისათვის 2017 წელს საწვავისა და საკომუნიკაციო საშუალებების ლიმიტების განაწილების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2015-2016 წელებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე შესასრულებელი სამუშაოების ნუსხის მოწონების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის ორი ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 ერთეული ნარჩენების კონტეინერის შესყიდვის მიზნით სესხის აღების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
- 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მოსახლეობის მიერ შემოტანილი პეტიციის განხილვა.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
9. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/