21 დეკემბერს მარტვილის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მელიავა თავმჯდომარეობდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი.
/მომხსენებელი– კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მელიავა/
2.2017 წლის მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ.
/მომხსენებელი– კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მელიავა/
3.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის შესწორებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა.
/მომხსენებელი– კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ მელიავა/