ბიუროს სხდომა

22 დეკემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

 

  1. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის ორი ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 ერთეული ნარჩენების კონტეინერის შესყიდვის მიზნით სესხის აღების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

  1. 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 23 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content