მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ „ეტალონს“ დაესწრო.
20 დეკემბერს, 15:00 სთ–ზე მარტვილის კერძო სკოლაში „სხივი“ ინტელექტ-შეჯიბრი ”ეტალონი” ჩატარდა, რომელსაც წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ინტელექტ–შეჯიბრში მონაწილეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 70–მდე მოსწავლემ მიიღო.
2016 წლის მარტვილის „ეტალონი“ მოსწავლე კერძო სკოლა „სხივის“ XI კლასის მოსწავლე მიხეილ კიზირია გახდა.
მონაწილეებს სიგელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მარტვილის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა პაშა გულორდავამ, ხოლო „ეტალონ“ მოსწავლეს დიპლომი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ გადასცა.
ინტელექტ–შეჯიბრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მონაწილეთა მშობლები ესწრებოდნენ.
მარტვილის „ეტალონის“ გამარჯვებული მოსწავლე, ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბათუმში გაიმართება.