9 იანვარს , მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა და სხვა დაინტერესებული პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 იანვრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის ორი ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 ერთეული ნარჩენების კონტეინერის შესყიდვის მიზნით სესხის აღების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N79 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე ელგა ბეჭვაიას სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.