31 დეკემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად სოციალურად დაუცველ 19 ოჯახს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით მათ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან, მარტოხელა და შშმ პირებს საახალწლო საჩუქარი გადასცეს. ღონისძიებას საკრებულოს ყველა მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა