24 თებერვალს, 14:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 24 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და მისი განაკვეთის შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.