22 თებერვალს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულო ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
- მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ;
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და მისი განაკვეთის შესახებ.
/მომხსენებელი–ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
ბიუროს სხდომაზე განხილული აღნიშნული საკითხები გატანილ იქნება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს, 24 თებერვალს , 14:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.