25 თებერვალს, მარტვილში დასუფთავების აქცია მოეწყო. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს , გემგეობის, ა(ა)იპ–ების და საჯარო სკოლების თანამშრომლებმა მარტვილის ცენტრი, სკოლები და მათი მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკებისაგან, ბოთლებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. შეგროვებული ნარჩენების გატანა კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო.
მსგავსი აქციები მარტვილში სისტემატურად ტარდება და შემდეგშიც გაგრძელდება.