11 აპრილს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, სხდომას ესწრებოდა გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი როლანდ წულაია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დაინტერესებული პირები.
სხდომაზე იმყოფებოდა ასევე მარტვილის საფეხბურთო სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა, რომელმაც საკრებულოს წევრებს გააცნო ინფორმაცია მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ.
დრის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 11 აპრილის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2.მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე გრიგოლ ძიძიგურის სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.